Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | 2017 წლის ყველაზე პოპულარული და ტრენდული რეცეპტები- ჟურნალ „გემრიელიას“ რედაქტორის ხუთეული
ambebi.ge
07 December 2017, 15:20
იყო დრო, როცა სადილის მომზადება ქალის აუცილებელი მოვალეობას წარმოადგენდა, თუმცა დღესდღეობით ქალბატონებს ნაკლები დრო რჩებათ სამზარეულოში ფუსფუსისთვის. შესაბამისად, სახლში მომზადებული კერძები კიდევ უფრო დაფასდა.

შესაბამისად, გემრიელი კერძების ავტორებიც თავს ყოველთვის გამორჩეულად გრძნობენ და მათი საშუალებით საზოგადოების პატივისცემასაც იმსახურებენ.

ჟურნალი "გემრიელია" უკვე წლებია ზრუნავს, რომ თქვენი ყოველდღიური თუ სადღესასწაულო სუფრა გამორჩეული გახდეს. ტრადიციული და ახალი კერძების ორიგინალური რეცეპტები, ფოტოები, რომლებიც კერძის უკეთ აღქმაში გეხმარებათ, რჩევები, რომელთა დახმარებითაც თქვენთვის სასურველ კერძებს მარტივად მოამზადებთ- ამ ყველაფერს გთავაზობთ ჟურნალი /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); "გემრიელია". სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა, რომ ჟურნალი დამწყები თუ გამოცდილი მზარეულების ერთგული მეგობარი გახდა.

გთავაზობთ ჟურნალ "გემრიელიაში" დაბეჭდილ 2017 წლის ყველაზე პოპულარულ რეცეპტებს, რეცეპტები ჟურნალის რედაქტორის მიერ არის შერჩეული. აღსანიშნავია, რომ ხუთეულში შედის როგორც კერძები, ისე დესერტები. ხუთეულში ადგილს იკავებს როგორც ყველასთვის კარგად ცნობილი და პოპულარული ნამცხავრი "ნაპოლეონი", ისე შედარებით ახალი და პიკანტური "ტირამისუ". ყველაზე პოპულარულ კერძებს შორის შეხვდებით "ნიკორას" ხორცპროდუქტებით მომზადებულ რულეტსაც. "ნიკორა" რჩევების სახით ჟურნალ "გემრიელიას" ყოველ ნომერში გთავაზობთ რეცეპტებს, სწორედ ამ რეცეპტებიდან ერთ-ერთი მოხვდა საუკეთესო ხუთეულში.

წაიკითხეთ რეცეპტები, ნახეთ მადისაღმძვრელი ფოტოები და მოამზადეთ ისინი თქვენი საახალწლო სუფრისთვის. მოწონება და დადებითი შეფასება კი გარანტირებული იქნება.


ჟულიენი ქათმით



საჭირო მასალა: 300 გ ქათმის ფილე, 500-600 გ ქამა სოკო, 2 თავი ხახვი, 100 გ ჰოლადიური ყველი, 150 მლ თხელი ნაღები ან არაჟანი, კარაქი - მოსაშუშად, მარილი, პილპილი.


მომზადება: ქათმის ფილე და სოკო თხლად დავჭრათ, ხახვი – წვრილად. ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი და შევბრაწოთ ქათმის ფილე, დავუმატოთ ხახვი. 1-2 წუთში დავაყაროთ დაჭრილი სოკო და ერთად მოვშუშოთ.
მოშუშულ ინგრედიენტებს დავასხათ ნაღები და 1-2 წუთი ვადუღოთ, სანამ შესქელდება, შემდეგ გავუწყოთ სანელებლები, გადავიტანოთ სასურველ საცხობ ფორმებში, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და 10-12 წუთით შევდგათ ღუმელში, სანამ მოიბრაწება.


ხორცის რულეტი ბეკონში, რეცეპტი "ნიკორასაგან"



გსურთ გააოცოთ მეგობრები? – მოამზადეთ ამგვარი რულეტი. იგი არც ისე რთული მოსამზადებელია და ამასთან, ძალიან ორიგინალურია.

საჭირო მასალა: 800 გ გატარებული ღორის ხორცი, 8-10 ნაჭერი "შაშხი ბეკონი", 2 ცალი კვერცხი, 0,5 ჭიქა რძე, 1 ს.კ. ტომატპასტა, 2 ს.კ. დიჟონის მდოგვი, 3/4 ჭიქა საფანელი, 1/4 ჭიქა დაჭრილი ოხრახუში, მარილი, წიწაკა. განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი